mytes.ge

ნივთის დაბრუნების პოლიტიკა

ვებგვერდზე mytes.ge შეძენილი პროდუქციის დაბრუნება ან გაცვლა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის („მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი) და წინამდებარე მკაცრი წესების შესაბამისად.

1. წუნდებული (დეფექტური) ნივთის დაბრუნება
პროდუქციის ვიზუალური მთლიანობის (გატეხვა, გაკაწვრა, ვიზუალური დეფორმაცია) შემოწმება აუცილებლად უნდა მოხდეს ნივთის ჩაბარების მომენტში, კურიერის თანდასწრებით. კურიერის მიერ მიწოდების ადგილის დატოვების შემდეგ, ვიზუალურ დაზიანებებზე პრეტენზიები აღარ მიიღება და ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება ფარულ ტექნიკურ/ქარხნულ დეფექტს, ავტორიზებული სერვის-ცენტრის მიერ ოფიციალური წუნის აქტის გაცემის შემთხვევაში, ნივთი შეიცვლება ახლით ან მომხმარებელს სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა.

2. უდეფექტო ნივთის 14 დღეში დაბრუნების მკაცრი შეზღუდვები
მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი პირობების სრული დაცვით:

  • გამოყენების და მონტაჟის აკრძალვა: ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული, ჩართული ან დამონტაჟებული. ნებისმიერი სახის სამონტაჟო სამუშაოების კვალი (მილების შეერთება, კედელზე დაფიქსირება, ხრახნების მოჭერა) სრულად აუქმებს ნივთის დაბრუნების უფლებას.
  • სასაქონლო იერსახე და ლუკები: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს პირვანდელი სასაქონლო იერსახე, ყველა ქარხნული დამცავი ფირი, სტიკერი, პასპორტი, აქსესუარი და შეძენის საბუთი.
  • ორიგინალი შეფუთვა: ნივთი უნდა დაბრუნდეს ქარხნულ, სრულიად დაუზიანებელ მუყაოს ყუთსა და პენოპლასტებთან ერთად. შეფუთვის შემოხევა, დასვრა ან დაკარგვა ავტომატურად აუქმებს დაბრუნების უფლებას, ან იწვევს ნივთის ღირებულების 20%-მდე დაკლებას (შეფუთვის დაზიანების გამო მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად).
  • ტრანსპორტირების ხარჯი: ნივთის უკან დაბრუნების სრულ სატრანსპორტო ხარჯსა და უსაფრთხო გადაადგილებაზე პასუხისმგებლობას სრულად ფარავს მომხმარებელი საკუთარი სახსრებით.

3. განვადებით შეძენილი ნივთის დაბრუნების სპეციალური წესი
ონლაინ განვადებით შეძენილი პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, მომხმარებელს ხელზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით თანხა არ უბრუნდება. მაღაზია მიმართავს პარტნიორ ბანკს საბანკო განვადების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. ბანკის მიერ ხელშეკრულების გაუქმების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ნივთის საწყობში დაბრუნების სატრანსპორტო ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მომხმარებელი. განვადების გაუქმებამდე მომხმარებლის მიერ ბანკში შეტანილი ნებისმიერი თანხის უკან დაბრუნება ხორციელდება უშუალოდ პარტნიორი ბანკის მიერ, მოქმედი საბანკო წესების შესაბამისად.